agrohouse

ფაცელია

  • “ფაცელია”
1000

გაზიარება:

შეფუთვა: 25 კგ

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

 

გამოყენება: სიდერაცია, ნიადაგის ფუმიგაცია, მეფუტკრეობა

ერთწლიანი თაფლოვანი მცენარეა, გამოირჩევა ყინვაგამძლეობით. აუმჯობესებს ნიადაგის თვისებებს, ამდიდრებს კალიუმითა და აზოტით, ხელს უწყობს აერაციის გაუმჯობესებას. სიდერატად გამოყენებისას მკვეთრად უმჯობესდება ნიადაგის ხარისხი, იცვლება ნიადაგის არის რეაქცია, ამცირებს მჟავიანობას. კარგი წინამორბედია ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისათის.

დიდი რაოდენობით მწვანე მასის განვითარების გამო 1 ჰა 40-45 ტონა გამოიყენება მეცხოველეობაში საკვებად.

ყვავილობის გრძელი პერიოდის გამო საუკეთესო მცენარეა ფუტკრებისათვის, ამ პერიოდში შესძლებელია 1 ჰა ზე 300- 500 კგ მდე თაფლის შეგროვება. გარდა ამისა მისი ნექტარი იზიდავს ენტემოფაგებს რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებელი მწერების რიცხოვნობის კონტროლი და მათი მავნეობის მინიმალურ ზღვრამდე დაყვანა. ფაცელია საუკეთესოა ნიადაგის მავნებლების წინააღმდეგაც, ამცირებს რა ნემატოდების და მავთულა ჭიების გავრცელების პროცენტულობას ნიადაგში.

თესვის ნორმა: 10-12 კგ/ჰა; გვიან თესვისას 16 კგ/ჰა

თესვის დრო: ივნისიდან სექტემერის ჩათვლით

თესვის სიღრმე:2 სმ , რეკომენდირებულია კარგად დამუშავებული, წვრილკოშტოვანი ნიადაგი, (სავალდებულოა ჩათესვის სიღრმის დაცვა, გაღივებისთვის საჭიროებს სიბნელეს)

ფასი
1000
ნანახია
549